პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) არის აქტიური სწავლების პედაგოგიკა, რომელიც მისი განვითარებიდან 50 წლის შემდეგაც კვლავ ითვლება სწავლებისა და სწავლის ალტერნატიულ გზად. PBL ეფუძნება მცირე ჯგუფში კოლაბორაციული სწავლების იდეას იმ სტუდენტებთან, რომლებიც აქტიურად არიან პასუხისმგებელი საკუთარი სწავლის პროცესზე და უკვე არსებულ ცოდნასთან დაკავშირების მეშვეობით ახალი ცოდნის კონსტრუქციაზე.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ეფუძნება აქტიური, პრობლემაზე დაფუძნებული და კოლაბორაციული ცოდნის აგებას. PBL-ის მეშვეობით სწავლება ხდება მოსწავლეზე ორიენტირებული: მოსწავლე განსაზღვრავს ზუსტ შინაარსს და სწავლობს მანამდე, სანამ შესაბამის ლიტერატურას გაეცნობა. მოსწავლე აგრეთვე პასუხისმგებელია ჯგუფის ზუსტი სასწავლო პროცესის დაწესებაზე.

პასიური ცოდნის გადაცემისგან განსხვავებით ასეთ სასწავლო გარემოში იზრდება მოტივაცია და  სწავლის ღრმა გაგების ალბათობა. მიუხედავად ამისა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების არასწორმა იმპლემენტაციამ ან ზედაპირულმა გამოყენებამ, შესაძლოა განაპირობოს გარკვეული გამოწვევები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ამ ალტერნატიულ სასწავლო მიდგომას. ლიტერატურაში მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლს და ასევე, კარგად შერჩეული დავალების ტექსტებს, როგორც სასტარტო წერტილს, – ენიჭება დიდი მნიშვნელობა.

ქვემოთ თქვენ იხილავთ INOTLES-ის PBL-ზე პედაგოგიური ტრენინგის ვიდეო–ჩანაწერს (ტრენერი: დოქტორი ჰაიდი მაურერი, UM, ჰოლანდია), რომელიც ჩატარდა 2014 წლის 20 ივნისს, IES-ში, VUB-ში, ბრიუსელში.

Video link: https://www.youtube.com/watch?v=xW1efcfSKtE&index=3&list=PLcIRg7XW9v4xnir2axZSyWlDlHXDdtqDF

PDF downloads: