ევროპისმცოდნეობის სწავლება

მთელს ევროპული უმაღლესი განათლების  სივრცეში (EHEA) არსებობს ევროპისმცოდნეობის სწავლების (ES) პედაგოგიური პრაქტიკის ფართო სპექტრი, მაგრამ ეს დიდ წილად გამომუშავებულია ე.წ. ქვემოდან–ზემოთ მიდგომის მეშვეობით, სისტემური ძალისხმევის გარეშე, რაც საშუალებას არ იძლევა პრაქტიკა ფარგლებს გარეთ იქნეს განხილული და შეფასებული.

INOTLES-ის პროექტი აღჭურვილია ინოვაციური პედაგოგიური ტენდენციებით, რომელიც იმართება როგორც ტექნოლოგიური ცვლილებებით, ასევე უწყებათაშორისი თანამშრომლობით. ეს მიზნად ისახავს კურიკულუმის რეფორმის მოდელის შექმნას, რომელიც ეფუძნება ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტიზას, რათა შექმნას ადაპტირებადი პედაგოგიური რესურსი, რომელიც შეიძლება ჩართული იქნას ევროპისმცოდნეობის ფართო კურსებში.

INOTLES-ის პროექტის საწყისი წერტილი არის არსებული სასწავლო ლიტერატურის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სწავლების ინოვაციურ მეთოდებსა და ინსტრუმენტებთან დაკავშირებული შესწავლა.

ეს ნაბიჯი სრულდება ევროპისმცოდნეობის სწავლების შესახებ საერთაშორისო კვლევით, სწავლების ობიექტების არსებული დებულებებით და იძენს პრაქტიკულ შემეცნებას ევროპისმცოდნეობის სფეროში არსებული კურსების ფარგლებში, ისევე როგორც ტრადიციული და ინოვაციური სწავლების მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენებით.

ევროპისმცოდნეობის სწავლების ლიტერატურული მიმოხილვა და კვლევა შექმნის უფრო ფართო სურათს ევროპისმცოდნეობის სწავლების დებულებების და ხარვეზების კუთხით, რომელიც გახდება საფუძველი დანარჩენი პროექტისათვის, მოახდენს საუკეთესო პრაქტიკისა და ძირითადი გამოწვევების იდენტიფიკაციას და  ახალი რესურსების შესაქმნელად პარტნიორებს მობილიზაციას გაუკეთებს.

INOTLES-ის პარტნიორების პედაგოგიური დებულებების, საჭიროებების და ექსპერტიზის მიმოხილვა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ელემენტს ამ პროექტში. პარტნიორი ქვეყნების - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საჭიროებების ანალიზს მოჰყვება პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირის პარტნიორების აკადემიური და პედაგოგიური ექსპერტიზასთან შესაბამისი საჭიროებების თანხვედრა; კერძოდ კი, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებასთან (მაასტრიხტის უნივერსიტეტი), ელექტრონულ სწავლებასა (IES, VUB და მაასტრიხტის უნივერსიტეტი) და სიმულაციებთან (სურეის უნივერსიტეტი). ეს ასევე ხელს შეუწყობს, რომ განისაზღვროს  INOTLES-ის ევროპისმცოდნეობის სფეროს მასწავლებელთა ტრენინგის ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დიზაინი.

INOTLES პროექტი ფოკუსირებულია ევროპისმცოდნეობის კურიკულუმების რეფორმირებაზე, მისი პარტნიორი ინსტიტუტების მასშტაბით რამდენიმე ძირითადი ევროპისმცოდნეობის კურსების შექმნისა და განხორციელების გზით.  უზრუნველყოფის მრავალფეროვნების  და ადმინისტრაციული შეზღუდვების გათვალისწინებით, კურიკულუმის რეფორმა სტრუქტურირებულია იმგვარად, რომ თავიდან ავიცილოთ მიდგომა - ერთი მოდული შეესაბამება ყველაფერს.

INOTLES ქმნის სადემონსტრაციო კურსებს, რათა აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება განსხვავებული სწავლების მეთოდოლოგია და ინოვაციური ინსტრუმენტები სხვადასხვა კონტექსტში იქნეს ამუშავებული.

აღნიშნულის მიზანია აჩვენოს ევროპისმცოდნეობაში პედაგოგიკის შესახებ ლიტერატურული მიმოხილვის შედეგად გამოვლენილი კონკრეტული სწავლების, მიდგომებისა და ინსტრუმენტების როგორც სარგებელი, ასევე გამოწვევები. INOTLES-ი ღებულობს  ერთობლივი მოდულის შემუშავებისა და განხორციელების მეთოდოლოგიას. პარტნიორები ერთობლივად იმუშავებენ შერეულ, შიდა საუნივერსიტეტო ჯგუფებში, რათა განავითარონ მოდულები, რომლებიც შეიძლება ნებისმიერი პარტნიორის მიერ იქნეს გამოყენებული.

გარდა ამისა, კონსორციუმი შეიმუშავებს და განახორციელებს შერეულ სასწავლო შიდა საუნივერსიტეტო კურსს, რომელიც მოიცავს მისი ყველა წევრი დაწესებულების მასწავლებლებს და მაგისტრანტებს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საქმიანობის განხორციელება მოხდება ონლაინ, კურსი ასევე მოიცავს მობილობის პერიოდს ქალაქ ბრიუსელში, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს კონსორციუმის მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა.

კურსების განვითარება დააახლოებს ევროკავშირის პარტნიორებს აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან, ხელს შეუწყობს საუკეთესო პრაქტიკის ადგილობრივი მაგალითების გაცნობას და ბოლონიის დღის წესრიგის შესაბამისად, საშუალებას მისცემს მთელ რეგიონში მის უფრო ფართო გავრცელებას. უფრო მეტიც, INOTLES-ის მიზანია, მოსწავლეთა კონკურენტუნარიანობის, მოქნილობის და სამუშაო ბაზარზე მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოს, რომ ახალი კურსებისათვის გამოიყენონ ელექტრონული სწავლების ინსტრუმენტები და სტუდენტებს გადასცენ ინოვაციური უნარ–ჩვევები.