ღონისძიებები

INOTLES პროექტის შეხვედრა თბილისში, საქართველოში, 2015 წლის 23-24 იანვარი

INOTLES-ის თანამშრომლები შეიკრიბნენ თბილისში, საქართველოში, 2015 წლის 23-24 იანვარს. ორდღიანმა ღონისძიებამ გააერთიანა პროექტის "ტრენერების ტრენინგი" საბოლოო პირისპირ შეხვედრა  და მე–4 სამუშაო პაკეტის „ევროპისმცოდნეობის სასწავლო გეგმების რესტრუქტურიზაციის“ სასტარტო (საორგანიზაციო), და პროექტის მმართველი საბჭოს შეხვედრა. გარდა შიდა პროექტის შეხვედრებისა, ოფიციალურ სხდომაზე წარსადგენი პროექტის წინასწარი შედეგები ღია იყო იმ გარე დაინტერესებული მხარეებისათვის, როგორებიცაა აკადემიური პერსონალი, პრაქტიკოსები და  „ერაზმუს +“-ის ეროვნული ოფისი.

INOTLES-ის ამ ღონისძიების მიზანი იყო მე–3 სამუშაო პაკეტის (WP3-ის) შექმნა, ტრენინგის სავარჯიშოს სარგებლიანობის ასახვა, ასევე ნასწავლი გაკვეთილების შეფასება, ისევე როგორც ონლაინ სასწავლო ჯგუფის მუშაობის შედეგების INOTLES-ის თანამეგობრობასთან და საგარეო აუდიტორიასთან გაზიარება. პირისპირ შეხვედრა დაეთმო შეფასებას, თუ როგორ შეიძლება ეს ინოვაციური ტრენინგის მეთოდები იქნას გამოყენებული მე–4 სამუშაო პაკეტის (WP4) ფარგლებში დადგენილი კურსის შემუშავება–განვითარების დროს.

აღნიშნული პროგრამა დაიწყო ცალკე ჯგუფების სხდომებით, სადაც ტრენინგის შედეგები და პოტენციური იმპლემენტაციის ინოვაციური სწავლების მეთოდები (PBL, სიმულაციები და შერეული სასწავლო/ელექტრონული სწავლების საკითხები) განიხილეს. მეორე დღეს, ჯგუფებმა ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს მათი ტრენინგის გამოცდილება, დღის მეორე ნახევარში დაიწყეს მუშაობა WP4 საქმიანობის გასავითარებლად და ჩაატარეს ძირითადი ევროპისმცოდნეობის კურსების განვითარების პირველი „ბრეინსტორმინგის“ სესია. უპირატესობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ ბევრი პროფესორი ესწრებოდა WP4 საქმიანობის სასტარტო-საორგანიზაციო  (ევროპისმცოდნეობის კურსის შემუშავება) შეხვედრას, რომლის დროსაც მონაწილეები მუშაობდნენ ჯგუფებად და დაიწყეს კურიკულუმის განვითარება ევროკავშირის ინსტიტუტების კურსებისათვის, რომლებიც მოიცავს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ევროკავშირის სამართალს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და კვლევის მეთოდებს.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს, რომ შესაძლებლობა მიეცათ ექვსი თვის ონლაინ მუშაობის შემდეგ კვლავ ერთად, პირისპირ შეკრებილიყვნენ, და განეხილათ გადასაჭრელი საკითხები. უფრო მეტიც, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცნობიერების ამაღლების კუთხით, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომელშიც პედაგოგიური მეთოდები დაინერგება და ხელი შეეწყობა საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთ გაცვლას ცხრა უნივერსიტეტის მონაწილეებს შორის.

ქვემოთ მოცემულია ბმულები ტრენინგ ჯგუფების პრეზენტაციის სლაიდებისთვის და ასევე ოფიციალური პროექტების პრეზენტაციებისათვის.

PDF downloads: