პროექტის მიზნები

INOTLES პროექტის ზოგადი მიზნებია:

1. ბოლონიის პრინციპების შესაბამისად, ხელი შეუწყოს კურიკულუმის რეფორმას და უმაღლესი განათლების მოდერნიზაციას უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში (პარტნიორი ქვეყნები).

2. პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ეროვნულ დონეზე შეუწყოს ხელი გადასვლას ღია საზოგადოებასა და ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე, ასევე უპასუხოს თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებს.
 

INOTLES–ის მიზნებია:

1. ხელი შეუწყოს  ევროპისმცოდნეობის ძირითადი კურსების დაახლოებას  ევროკავშირს და უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის.

2. ხელი შეუწყოს ევროკავშირსა და პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში, ევროპისმცოდნეობის კურიკულუმების სფეროში, ინოვაციური სასწავლო და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

3. გაავრცელოს ევროპისმცოდნეობის ინოვაციური სწავლების მეთოდების სარგებლიანობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებს შორის ფართოდ, ევროპისმცოდნეობის კურიკულუმის რეფორმის მოდელის შემოთავაზების უზრუნველყოფის მეშვეობით.

4. შექმნას მასწავლებელთა ტრენინგის პროგრამა, ინოვაციური სწავლების მეთოდებით,  ET 2020 მიზნების შესაბამისად.

5. ხელი შეუწყოს კონკურენტუნარიანობის, დასაქმებულთა რაოდენობისა და მოქნილობის გაზრდა  სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

6. დაეხმაროს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის შიდა საუნივერსიტეტო თანამშრომლობის მეშვეობით, ინტერ-კულტურული უნარებისა და ურთიერთგაგების განვითარებას.