ტრენერების ტრენინგი

ევროპისმცოდნეობის სფეროს ინტერდისციპლინარული და მულტიდისციპლინარული ხასიათი, აგრეთვე მისი ღიაობა, ტრადიციული სტუდენტებისა და პროფესიონალთა ჯგუფებისადმი მოითხოვს სხვადასხვა პედაგოგიური მიდგომებისა და ინოვაციური მექანიზმების გამოყენების ნაზავს, რათა სწორად მოხდეს აკადემიური საჭიროებებისა, ასევე შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

INOTLES-ის მიზნები მოიცავს პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩართულისასწავლო აკადემიურ და IT  პერსონალს. ტრენინგი ეფუძნება თანამშრომლობაზე დამყარებულ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ცოდნა დააშენოს პარტნიორების არსებულ პრაქტიკაზე და ხელი შეუწყოს ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და ინსტრუმენტების ჯგუფურ სწავლას, რათა დაიძლიოს ეცროპისმცოდნეობის სფეროს მასშტაბით არსებული ძირითადი გამოწვევები.

ყურადღება გამახვილებულია კონკრეტულ სფეროებში იმ ცოდნისა და გამოცდილების იდენტიფიკაციაზე, რომელსაც ევროკავშირის ინსტიტუტები და შრომის ბაზარი ითხოვს. აგრეთვე, შემსწავლელებისადმი ცოდნისა და უნარების გადაცემის შესაბამის ბალანსზე.

ტრენინგი აერთიანებს პირისპირ და ონლაინ ინტერაქციას, ასევე გამოცდილების გაზიარებას. 2014 წლის ივნისში, პარტნიორი ქვეყნებიდან და ევროკავშირის ინსტიტუტებიდან შერჩეული ტრენერები იქნებიან გაგზავნილი ბრიუსელში, პირისპირ ტრენინგისათვის, სადაც მათ მიეცემათ საშუალება გამოსცადონ სხვადასხვა პედაგოგიური მეთოდები, პირველ რიგში კი სწავლების ის ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, ელექტრონული სწავლება და სიმულაციები. აღნიშნული განხორციელდება ჯგუფებში თანამშრომლობის მეშვეობით, რათა განვითარებული იქნეს პედაგოგიური მიდგომების კონცეპტუალური გაგება. 2015 წლის იანვარში, ტრენინგი დასრულდება კონფერენციით საქართველოში, სადაც მოხდება ნასწავლი გაკვეთილებისა და მისი შედეგების წარდგენა ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებისადმი.

პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტების გადამზადებული პერსონალი გაავრცელებს შეძენილ ცოდნასა და უნარებს თავიანთი უნივერსიტეტების ფარგლებში. 2016 წლის ბოლოსთვის, ევროპისმცოდნეობის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ეროვნული ცენტრები შესთავაზებენ ევროპისმცოდნეობის მინიმუმ ერთ შიდა ტრენინგს.