რეზიუმე (შეჯამება)

INOTLES წარმოადგენს ევროპისმცოდნეობის სწავლების (ES) სპეციალიზაციის მიმართულებით არსებული ევროკავშირის უნივერსიტეტებისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ერთობლივ აკადემიურ ძალისხმევას, რომლის მიზანია ევროპისმცოდნეობის კურიკულუმის რეფორმის სფეროში სწავლების ინოვაციური მიდგომების დამკვიდრება, კურიკულუმების დაახლოება და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის შესაძლებლობების განვითარება.

ევროკავშირის TEMPUS-ის სამ წლიანი პროექტი (2014-2016), ევროპული კვლევების ინოვაციური პედაგოგიური კურსების სამაგისტრო დონეზე იმპლემენტაციის გზით, ხელს უწყობს კურიკულუმის რეფორმასა და უმაღლესი განათლების მოდერნიზებას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. INOTLES–ს ხელმძღვანელობს დოქტორი ნატალია ტიმუში მაასტრიხტის უნივერსიტეტის მაასტრიხტის მმართველობის სკოლიდან  (MGSOG) ხოლო კონსორციუმი შედგება ევროკავშირის სამი უნივერსიტეტისგან. ეს უნივერსიტეტებია: 1)MGSOG, ასევე მაასტრიხტის უნივერსიტეტის ხელოვნების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ნიდერლანდები; 2)სურრეის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი; 3)ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტი, ბელგია. კონსორციუმის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები არიან: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა (სულ ექვსი უნივერსიტეტი, თითოეული ქვეყნიდან ორი). ევროპისმცოდნეობის სფეროში პედაგოგიური გამოცდილების სისტემატური მიმოხილვის საფუძველზე INOTLES აერთიანებს აღმოსავლეთ პარტნიორებს და ევროკავშირის საუნივერსიტეტო ცენტრებს, რათა ინდივიდუალური მიდგომების მეშვეობით (მათ შორის ელექტრონული სწავლება) უზრუნველყოფილ იქნას პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება და სიმულაციები ევროპისმცოდნეობის მიმართულებით და შეიქმნას მოქნილი სასწავლო რესურსების გამოყენების სრული სპექტრი. საუკეთესო პრაქტიკის, სასწავლო მასალების და ევროპისმცოდნეობის მოდულების შექმნის მეშვეობით, ასევე ევროპისმცოდნეობის ცენტრების შექმნით აღმოსავლეთის პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში, INOTLES ხელს შეუწყობს ინსტიტუციური შესაძლებლობების, ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაზრდას და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულების დასაქმების პროცესის გაძლიერებას.

INOTLES–ის სამიზნე ჯგუფი აკადემიური პერსონალია. ეს მოიცავს პროფესორებსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამშრომლებს, ასევე კონსორციუმის უნივერსიტეტებში ჩარიცხული მაგისტრატურის სტუდენტებს. თუმცა,  პროექტის რამდენიმე საქმიანობა (კონფერენციები,  ევროპისმცოდნეობის ცენტრების მიერ შემოთავაზებული ტრენინგები, ევროპისმცოდნეობის მაგისტრანტების კვლევები) ღიაა ევროპისმცოდნეობის სფეროში არსებული მეცნიერების დიდი ჯგუფებისა და დაინტერესებული პროფესიონალებისათვის.