პროექტის შესახებ

About project

პროექტი „ევროპისმცოდნეობის ინოვაციური სწავლა და სწავლება“ (INOTLES) (01/01 / 2014-30 / 11/2016) ხელს უწყობს მაგისტრატურის დონეზე კურიკულუმის რეფორმასა და უმაღლესი განათლების მოდერნიზებას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისმცონდეობის სწავლების პროცესში ინოვაციური პედაგოგიური მეთოდების დანერგვის გზით; ევროპისმცოდნეობაში პედაგოგიური მიდგომების სისტემატური მიმოხილვის საფუძველზე INOTLES აღმოსავლეთ პარტნიორებთან ერთად თავს მოუყრის ევროკავშირის საუნივერსიტეტო ცენტრებს მათი ინდივიდუალური მიდგომებით (მათ შორის ელექტრონული სწავლების, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების და სიმულაციების მეშვეობით), რათა შეიქმნას ევროპისმცოდნეობის სფეროში მოქნილი რესურსების გამოყენების სრული სპექტრი. ეს განხორციელდება 6 პარტნიორ ინსტიტუტში, კერძოდ, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ერთობლივი სწავლების სახით, 6 ინდივიდუალური კურსის ფორმით, ადგილობრივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში; ასევე, დაიმპლემენტირდება ერთი ერთობლივი კურსი ყველა პარტნიორისათვის. უფრო მეტიც, მოდულების შექმნა მოამზადებს საფუძველს ონლაინ ინტერაქტიული ვებ–გვერდისა და wiki–ის შესაქმნელად, რომელიც ღია იქნება ყველასათვის და სადაც პროექტის ფარგლებში ექსპერტებს შესაძლებლობა მიეცემათ იმუშაონ ერთად და გაუზიარონ გამოცდილება კოლეგებს პროექტის მიღმაც.

საუკეთესო პრაქტიკის ჩამოყალიბებით, შეიქმნება სასწავლო მასალები და დაარსდება ევროპისმცოდნეობის ცენტრები თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში; INOTLES ხელს შეუწყობს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, წაახალისებს ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას და გააძლიერებს სტუდენტების დასაქმების  მოდელს, რომელიც პოტენციურად სანიმუშო გახდება, როგორც უფრო ზოგადი, უმაღლესი განათლების თანამეგობრობის მოდელი. აღნიშნულის გავრცელება მიმართული იქნება  როგორც პედაგოგიური პრაქტიკის შედეგებისკენ, ისე კვლევებისკენ და გამყარებული იქნება თანატოლების მხარდაჭერის  და შეფასების ძლიერი სისტემით.