ელექტრონული სწავლება და შერეული სწავლების მეთოდი

ელექტრონული სწავლება განისაზღვრება, როგორც სწავლება, რომელიც ხელშეწყობილია და მხარდაჭერილია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, მათ შორის ვებ-ზე დაფუძნებული სწავლებით, კომპიუტერზე დაფუძნებული სწავლებით, ვირტუალური საკლასო ოთახებით.

შერეული სწავლება ჰიბრიდული სასწავლო მიდგომაა, რომელიც ონლაინ სწავლებასთან აერთიანებს ტრადიციულ საკლასო ან პირისპირ სწავლებას: ასინქრონული (ონლაინ სადისკუსიო ფორუმები, წერილები, ბლოგები, ვიკი) და სინქრონული (მყისიერი ჩათები, ვიდეო კონფერენციები, ვებინარები).

შერეულ სწავლებას აქვს რამდენიმე ძირითადი უპირატესობა, მაგალითად, როგორიცაა სასწავლო პროცესში თანამშრომლობისათვის მოქნილობა სივრცესა და დროში, ინდივიდუალური სტუდენტის საჭიროებების ინკორპორირება, ასევე  ცოდნისა და უნარების გადაცემის დაბალანსების შესაძლებლობა.

სხვადასხვა პირისპირ და ონლაინ სწავლების მეთოდებიდან და ინსტრუმენტებიდან შესაბამისი მიქსის მოძიება არის გასაღები წარმატებული სასწავლო კურსის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. შერეული სწავლების მიდგომა მოითხოვს ტექნოლოგიური ელექტრონული სწავლების ინსტრუმენტების უპირატესობის და მათი თავსებადობის დეტალურ განხილვას პედაგოგიურ სტრატეგიებთან და სასწავლო მიზნებთან.

ქვემოთ თქვენ იხილავთ INOTLES-ის პედაგოგიური ელექტრონული სწავლების და შერეული სწავლების ვიდეო–ჩანაწერს (ტრენერები: დოქტორი ნატალია ტიმუში, მაასტრიხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები და ალექსანდრა მიჰაი, IES, VUB, ბელგია), რომელიც ჩატარდა 2014 წლის 21 ივნისს, IES-ში, VUB-ში, ბრიუსელში.

Video link: https://www.youtube.com/watch?v=JHY_Ji4IXL0&list=PLcIRg7XW9v4xnir2axZSyWlDlHXDdtqDF&index=5